თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ ერთმანეთს შვიდი ავტომანქანა შეეჯახა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.