რუსთაველზე ერთმანეთს შვიდი ავტომობილი შეეჯახა [ფოტო]
რუსთაველზე ერთმანეთს შვიდი ავტომობილი შეეჯახა [ფოტო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ ერთმანეთს შვიდი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.