რუსთაველის თეატრში სპექტაკლის „შობა ტფილისში“ პრემიერა გაიმართება
რუსთაველის თეატრში სპექტაკლის „შობა ტფილისში“ პრემიერა გაიმართება

რუსთაველის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. 2019 წლის 3 იანვრიდან წარმოდგენილი მუსიკალური სპექტაკლი„ შობა ტფილისში“ მაყურებელს ძველი თბილისის ამბებს უამბობს.

სცენაზე თბილისური აივნები და ძველი ქართული სიმღერები იქნება წარმოდგენილი. ეს არის მუსიკალური სპექტაკლი ყველასთვის საყვარელი სიმღერებით, რომელიც მაყურებელს ძველ ქალაქს მოაგონებს.

დადგმა რობერტ სტურუასა და ნიკოლოზ შველიძეს ეკუთვნის.

რობერტ სტურუა, რომელიც რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე რეპეტიციებს ატარებს,  პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალი სპექტაკლი ახლანდელ ჭკვიან ბავშვებზეა გათვლილი, რომლებსაც ყველაფერი ძალიან კარგად ესმით.