რუსთაველის თეატრი ყაზახეთში, მეორე მსოფლიო თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება
რუსთაველის თეატრი 20 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით ყაზახეთში , მეორე მსოფლიო თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება.
ყაზახეთის აუეზოვის სახელობის ნაციონალური დრამატული თეატრის სცენაზე, 23-24 ივნისს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „დაკანონებული უკანონობა“. ბერტოლდ ბრეხტის მხიარული არაკი ორ მოქმედებად, რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა.
ამავე სპექტაკლს 27 ივნისს რუსთაველის თეატრი ასტანაში, მეორე მსოფლიო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს.
პიესა „დაკანონებული უკანონობა” ბერტოლდ ბრეხტმა 1930 წელს დაწერა, ნაწარმოები ასახავს იმდროინდელი მსოფლიოს პრობლემებს.
რუსთაველის თეატრი ბრეხტის ნაწარმოების საკუთარ ვერსიას წარმოადგენს.
მხიარული არაკი ორ მოქმედებად, გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქელაძემ.
სცენური ვერსია რობერტ სტურუას, ნიკოლოს ჰაინე-შველიძესა და ნინო კანტიძეს ეკუთვნით.