რუსთაველის გამზირზე ერთმანეთის პარალელურად სამი აქცია იმართება [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთის პარალელურად სამი აქცია იმართება.

პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწო. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება,  ჯერ სიტყვით გამოსვლები არ დაწყებულა.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები „ქართული მარშის“ წევრები და მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ 9 აპრილის მემორიალს იცავენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული და არ აძლევს საშუალებას სამი აქციის მონაწილეები ერთმანეთს მიუახლოვდნენ.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ საბანაძე.