რუსმა სამხედროებმა სოფელ საკორინთლოს მცხოვრები 94 წლის მოხუცი დააკავეს
რუსმა სამხედროებმა სოფელ საკორინთლოს მცხოვრები 94 წლის გორა ღარიბაშვილი დააკავეს.
როგორც პირველ არხს თანასოფლელებმა განუცხადეს, დაინახეს, როგორ დაესხნენ თავს მოხუცს შეიარაღებული პირები.
რუსი სამხედროების მიერ ეს გორა ღარიბაშვილის დაკავების მეორე შემთხვევაა. ოჯახს ე.წ. საზღვრის კვეთის დადგენილი ჯარიმის გადახდის მოთხოვნით არავინ დაკავშირებია.