მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა დონეცკთან მდებარე დასახლება პერვომაისკოე დაიკავეს 
მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა დონეცკთან მდებარე დასახლება პერვომაისკოე დაიკავეს 

რუსმა სამხედროებმა დაიკავეს დონეცკთან მდებარე დასახლება პერვომაისკოე.

როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, რუსი სამხედროები დასახლების დასავლეთ გარეუბანში იმყოფებიან.

უკრაინული პროექტი „დიფსთეითი“, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას დეტალურად აკვირდება, წერს, რომ რუსმა სამხედროებმა დაძლიეს უკრაინელების წინააღმდეგობა და სრულად მოახდინეს დასახლება პერვომაისკოეს ოკუპაცია.

მათივე ცნობით, ამ დასახლებისთვის ბრძოლა, ფაქტობრივად, 2022 წლის აგვისტოში დაიწყო.

დასახლება პერვოიმაისკოე დონეცკიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.