რუსმა სამხედროებმა სოფელ საკორინთლოს მცხოვრები 94 წლის მოხუცი დააკავეს

17:53, 29.06.2018

რუსმა სამხედროებმა სოფელ საკორინთლოს მცხოვრები 94 წლის გორა ღარიბაშვილი დააკავეს.

როგორც პირველ არხს თანასოფლელებმა განუცხადეს, დაინახეს, როგორ დაესხნენ თავს მოხუცს შეიარაღებული პირები.

რუსი სამხედროების მიერ ეს გორა ღარიბაშვილის დაკავების მეორე შემთხვევაა. ოჯახს ე.წ. საზღვრის კვეთის დადგენილი ჯარიმის გადახდის მოთხოვნით არავინ დაკავშირებია.

მსგავსი