რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
დაკავებულები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან.
არსებული ინფორმაციით, ისინი რუსმა შეიარაღებულმა პირებმა ახალგორის სიახლოვეს, ტყეში დააკავეს.
სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.