რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი გაიტაცეს.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დავით გერკეული და ივანე გუნდიშვილი საოკუპაციო რეჟიმმა სოფელში მდებარე წმინდა გიორგის სალოცავთან დააკავა.
სალოცავი, რომლის მიმდებარე ტერიტორიიდანაც გატაცება მოხდა, საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება.