რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში უკანონო ბარიერების აღმართვა სავარაუდოდ, დროებით შეაჩერეს
რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში უკანონო ბარიერების აღმართვა სავარაუდოდ, დროებით შეაჩერეს.
ე.წ. მესაზღვრეები საოკუპაციო ზოლთან 09:00 საათისთვის გამოჩდნენ, ბოძებისა და რკინის ღობის მონტაჟი კი დაახლოებით 11:00 საათისთვის დაასრულეს.
ამ დროისთვის, გუგუტიანთკარის ტერიტორიაზე გავლებული ბარიერის სიგრძე დაახლოებით 400 მეტრამდე გაიზარდა, 7 აგვისტოდან დღემდე ოკუპანტებმა სოფელში 160-მდე ბოძი დაამონტაჟეს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, წყლის რეზერვუარი საოკუპაციო ზოლში არ ექცევა და მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა არ შეექმნება.