რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში ახალ წელს და რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთა – ამის შესახებ უწყების დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა.
მედიის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებიც წარმოშობოთ ცენტრალური აზიიდან არიან. ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები. ბორტნიკოვის თქმით, ისინი ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ, მათ შორის, თვითმკვლელი ტერორისტების შესრულებით.