მოსკოვში აცხადებენ, რომ ტერაქტები აღკვეთეს 

17:55, 27.04.2018

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთა.

რუსმა სამართალდამცველებმა ე.წ.ისლამური სახელმწიფოს ოთხი წევრი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილების კოორდინაცია მესენჯერ Telegram-ის საშუალებით სირიიდან ხდებოდა.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გასულ წელს რუსეთში 25 ტერორისტული აქტის აღკვეთა მოხდა.

მსგავსი