რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთა.
რუსმა სამართალდამცველებმა ე.წ.ისლამური სახელმწიფოს ოთხი წევრი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილების კოორდინაცია მესენჯერ Telegram-ის საშუალებით სირიიდან ხდებოდა.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გასულ წელს რუსეთში 25 ტერორისტული აქტის აღკვეთა მოხდა.