რუსეთში კორონავირუსის 31 096 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 182 ადამიანი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 096 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 34 615 ადამიანი. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 182 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
7 დეკემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 9 864 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 565 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით 283 644 პაციენტი გარდაიცვალა.