რუსეთში კორონავირუსის 31 096 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 182 ადამიანი 
რუსეთში კორონავირუსის 31 096 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 182 ადამიანი 

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 096 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 34 615 ადამიანი. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 182 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

7 დეკემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 9 864 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 565 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით 283 644 პაციენტი გარდაიცვალა.