რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 794 შემთხვევა გამოვლინდა, 486 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
12 მარტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 370 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 973 000-ს აჭარბებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 91 220 პაციენტი გარდაიცვალა.