რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 794 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 794 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 794 შემთხვევა გამოვლინდა, 486 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

12 მარტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 370 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 973 000-ს აჭარბებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 91 220 პაციენტი გარდაიცვალა.