რუსეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 10 871 შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსი 200 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუდგინდა.
ბოლო დღე-ღამეში რუსეთში ვირუსს 104 ადამიანი ემსხვერპლა. სულ გარდაცვლილია 1827 ადამიანი.
ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის შტაბში განაცხადეს, რომ ვირუსი სულ 31 916-მა ადამიანმა დაძლია.