რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 871 შემთხვევა გამოვლინდა

12:57, 09.05.2020

რუსეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 10 871 შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსი 200 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუდგინდა.

ბოლო დღე-ღამეში რუსეთში ვირუსს 104 ადამიანი ემსხვერპლა. სულ გარდაცვლილია 1827 ადამიანი.

ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის შტაბში განაცხადეს, რომ ვირუსი სულ 31 916-მა ადამიანმა დაძლია.

მსგავსი