რუსეთში აცხადებენ, რომ როსტოვის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდო
რუსეთში, როსტოვის ოლქში კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბოვმა განაცხადა.
„მეორე რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ აზოვის რეგიონში ჩამოაგდო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამჟამად ზუსტდება“, – წერს გოლუბოვი.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ სარაკეტო იერიში განახორციელა ქალაქ ტაგანროგის დასახლებულ ტერიტორიაზე S-200 ტიპის რაკეტის მოდიფიცირებული ვერსიით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ნათქვამია, რომ რაკეტა ჰაერში გაანადგურეს, თუმცა მისი ფრაგმენტები ქალაქში, ერთ-ერთ კაფესთან ჩამოვარდა, დაშავდა 15 ადამიანი. ცხრა ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სასწრაფო დახმარების წინასწარი მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არ იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები.