რუსეთში აცხადებენ, რომ როსტოვის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდო

19:06, 28.07.2023

რუსეთში, როსტოვის ოლქში კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბოვმა განაცხადა.

„მეორე რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ აზოვის რეგიონში ჩამოაგდო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამჟამად ზუსტდება“, – წერს გოლუბოვი.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ სარაკეტო იერიში განახორციელა ქალაქ ტაგანროგის დასახლებულ ტერიტორიაზე S-200 ტიპის რაკეტის მოდიფიცირებული ვერსიით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ნათქვამია, რომ რაკეტა ჰაერში გაანადგურეს, თუმცა მისი ფრაგმენტები ქალაქში, ერთ-ერთ კაფესთან ჩამოვარდა, დაშავდა 15 ადამიანი. ცხრა ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სასწრაფო დახმარების წინასწარი მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არ იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები.

მსგავსი