რუსეთი, შესაძლოა, ყველა დიდი სპორტული ღონისძიებიდან მოკვეთონ და ამის მიზეზი ლაბორატორიის მონაცემების გაყალბებაა, აცხადებენ „მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოში“.
ქვეყანას სამი კვირას მისცეს, რათა „შეუსაბამობები“ ახსნას და თუ ეს ვერ მოხერხდა, რუს სპორტსმენებს ოლიმპიადიდან და მსოფლიოს ჩემპიონატებიდან მოკვეთენ.
გარდა ამისა, საუბარია რუსეთისთვის დიდი სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის აკრძალვაზე.