რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. თითოეულმა მხარემ 103 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა. ინფორმაციას „იტარ-ტასი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, გაცვლილი რუსი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ აყვანილნი რუსეთის კურსკის რეგიონში.

უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორია აგვისტოში დაიკავეს.

რუსული მედიის ცნობით, ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.