რუსეთის ქალაქ იჟევსკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში სავარაუდოდ ხალხი მოყვა
რუსეთის ქალაქ იჟევსკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში სავარაუდოდ ხალხი მოყვა

რუსეთის ქალაქ იჟევსკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში სავარაუდოდ ხალხი მოყვა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, საცხოვრებელი კორპუსის ცხრა სართული აფეთქების შედეგად ჩამოიშალა. რეგიონული მთავრობის განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.