რუსეთის პრემიერი - ამ დღეებში ქვეყანა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგა, რუსეთში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა იყო, მთავრობის წევრები მოქმედებდნენ მკაფიოდ, ჰარმონიულად
ამ დღეებში ქვეყანა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგა, რუსეთში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა იყო, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა.
„მთავრობის წევრები თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ მკაფიოდ, ჰარმონიულად, ყველა დონეზე ინარჩუნებდნენ სიტუაციის სტაბილურობას, რათა თავიდან აეცილებინათ ვითარების გაუარესება და დაეცვათ მოქალაქეები ყველა შესაძლო საფრთხისგან“, – აღნიშნა მიშუსტინმა.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია, პრეზიდენტის ირგვლივ შემოკრებილი ყველა ძალის ერთიანობა.
„ამ პირობებში მთავარია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მოქალაქეების უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, როგორც ერთმა გუნდმა და შევინარჩუნოთ პრეზიდენტის ირგვლივ შემოკრებილი ყველა ძალის ერთიანობა“, – განაცხადა მიშუსტინმა.