რუსეთის პრემიერმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან თანამშრომლობის საკითხები ერთ-ერთ მოადგილეს, მარატ ხუსნულინს დაავალა
რუსეთის პრემიერმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან თანამშრომლობის საკითხები ერთ-ერთ მოადგილეს, მარატ ხუსნულინს დაავალა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან თანამშრომლობის საკითხები მარატ ხუსნულინს დაავალა. ხუსნულინი რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ცხრა მოადგილიდან ერთ-ერთია. მანამდე ის მოსკოვის მერიის მოადგილედ მუშაობდა და მოსკოვში სამშენებლო პროექტებს კურირებდა.

რუსეთის მთავრობის ახალი მეთაურის, მიხეილ მიშუსტინის გადაწყვეტილებით, ხუსნულინს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან თანამშრომლობის გარდა, ასევე დაევალება ანექსირებული ყირიმის საკითხების კურირებაც.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევის მთავრობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს ვიტალი მუტკო კურირებდა. მუტკო რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრის კაბინეტში არ მოხვდა.