რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა

21:01, 30.04.2020

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიდეოზარის დროს განაცხადა.

„ახლახან გახდა ცნობილი, რომ ტესტებმა, რომელიც ჩავიტარე, დადებითი პასუხი აჩვენა“, – ამბობს მიშუსტინი.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის პოზიციას დროებით ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი დაიკავებს.

მსგავსი