რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიდეოზარის დროს განაცხადა.
„ახლახან გახდა ცნობილი, რომ ტესტებმა, რომელიც ჩავიტარე, დადებითი პასუხი აჩვენა“, – ამბობს მიშუსტინი.
რუსეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის პოზიციას დროებით ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი დაიკავებს.