რუსეთის მიერ სუმის რეგიონზე სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი, 600 რუსი მებრძოლი და 15 ტანკი გაანადგურეს 
რუსეთის მიერ სუმის რეგიონზე სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი, 600 რუსი მებრძოლი და 15 ტანკი გაანადგურეს 

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაში, სუმის რეგიონზე, დაჭრილია ორი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთმა მძიმე არტილერიით შეუტია ქალაქ ნიკოპოლსაც. ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლის რიცხვი კი, 74-მდე გაიზარდა, 34 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 600 რუსი მებრძოლი და 15 ტანკი.