ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში თავდასხმა განახორციელეს

00:50, 04.10.2024

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ თავდასხმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში განახორციელეს. იერიშების სამიზნე ლტოლვილთა ბანაკი გახდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 16-ს შეადგენს.

პარალელურად, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია აცხადებს, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანია დაღუპული.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადებაში თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.

მსგავსი