რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ევპატორიის კერძო ზოოპარკში ხანძრის შედეგად 200-ზე მეტი ცხოველი დაიხოცა
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ევპატორიის კერძო ზოოპარკში ხანძრის შედეგად 200-ზე მეტი ცხოველი დაიხოცა. ტრაგედია გასულ ღამით მოხდა.
ზოოპარკ „ტროპიკ პარკში“ ხანძართან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.
ზოოპარკი ხუთსართულიან შენობაში იყო განთავსებული.
რუსულ მედიაში გავრცელებლი ცნობებით, საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა ორი დათვის გადაჩენა შეძლეს. მათი ვოლიერები მოშორებით მდებარეობდა. ასევე ზოოპარკიდან შეძლეს დაწესებულების თანამშრომლის გამოყვანა.