გერმანიის ქალაქ ნოიმიუსტერის ზოოპარკში შესაძლოა, ზოგიერთი ცხოველის ევთანაზია გახდეს საჭირო, რომლებსაც  სხვა ბინადრების საკვებად გამოიყენებენ
გერმანიის ქალაქ ნოიმიუსტერის ზოოპარკში შესაძლოა, ზოგიერთი ცხოველის ევთანაზია გახდეს საჭირო, რომლებსაც სხვა ბინადრების საკვებად გამოიყენებენ

გერმანიის ქალაქ ნოიმიუსტერის ზოოპარკში შესაძლოა, ზოგიერთი ცხოველის ევთანაზია გახდეს საჭირო, შემდეგ კი, ეს ცხოველები ზოოპარკის სხვა ბინადრების საკვებად გამოიყენონ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გერმანულ გამოცემა „ველტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებს გერმანიის ქალაქ ნოიმიუსტერის ზოოპარკის დირექტორმა უთხრა, მკაცრი შეზღუდვების გამო ზოოპარკს დამთვალიერებელი აღარ ჰყავს და ამიტომ შემოსავალი დაკარგა. შესაბამისად, ცხოველები სულ მალე საკვების გარეშე დარჩებიან.

„ჩვენ უკვე შევადგინეთ სია, თუ რომელი ცხოველის ევთანაზია მოგვიწევს პირველ რიგში“, – განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა. თუმცა, მისივე თქმით, შესალოა, ესეც არ იყოს საკმარისი, რადგან პინგვინებსა და სელაპებს ყოველდღე დიდი რაოდენობით თევზი სჭირდებათ.

„თუ ასე მოხდა, ცხოველების ევთანაზია მომიწევს, ეს უკეთესია, ვიდრე მათი შიმშილით დახოცვა“, – აცხადებს დირექტორი.

​როგორც ზოოპარკის დირექტორი აცხადებს, წელს ფინანსური ზარალი 175 000 ევროს მიაღწევს. ის მოუწოდებს მხარდამჭერებს, დაეხმარონ ადმინისტრაციას, რადგან სახელმწიფო პროგრამა კერძო ზოოლოგიური პარკებს ფინანსურ დანაკარგს არ აუნაზღაურებს. გერმანიის ზოოპარკების ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, მათ დასახმარებლად დამატებით 100 მილიონი ევრო გამოყოს.