ჩინეთში, ხანგჭოუს ზოოპარკში უარყოფენ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათ ზოოპარკში დათვის ფორმაში გადაცმული ადამიანები არიან
ჩინეთში, ხანგჭოუს ზოოპარკში უარყოფენ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათ ზოოპარკში დათვის ფორმაში გადაცმული ადამიანები არიან

ჩინეთში, ხანგჭოუს ზოოპარკში უარყოფენ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათ ზოოპარკში დათვის ფორმაში გადაცმული ადამიანები არიან.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ორ ფეხზე მდგომმა ცხოველმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგი ადამიანი მიიჩნევს, რომ ცხოველს ნაჭრის მსგავსი ბეწვის ნაკეცები აქვს ზურგზე, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის დათვის ფორმაში გადაცმული ადამიანია.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ამ აურზაურის შემდეგ ზოოპარკის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებისთვის სპეციალური ჩვენება მოაწყო, რათა მედიის წარმომადგენლებმა პირადად იხილონ დათვები და დარწმუნდნენ, რომ ისინი ნამდვილად დათვები არიან და არა გადაცმული ადამიანები.