ვიზიტორებისადმი უცენზურო მიმართვების გამო, ბრიტანეთის ერთ-ერთ ზოოპარკში ხუთი თუთიყუში იზოლაციაში გადაიყვანეს
ვიზიტორებისადმი უცენზურო მიმართვების გამო, ბრიტანეთის ერთ-ერთ ზოოპარკში ხუთი თუთიყუში იზოლაციაში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ზოოპარკში ხუთი თუთიყუში საზოგადოებისგან იზოლაციაში გადაიყვანეს, რადგან ისინი ვიზიტორებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა ლინკოლნშირის ველური ბუნების პარკში მოხდა. თუთიყუშები ზოოპარკმა აგვისტოში მიიღო.

კარანტინის გავლის შემდეგ, ფრინველები ძირითად ვოლიერში, ღია სივრცეში გადაიყვანეს.

„ზოგიერთ ვიზიტორს ეს სასაცილოდ ეჩვენება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პარკს ბავშვები სტუმრობენ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ფრინველები მნახველებისგან მოშორებით გადაგვეყვანა.

ვიმედოვნებ, რომ ახალ კოლონიებში ისინი სხვა სიტყვებს ისწავლიან. თუმცა, თუ ისინი სხვა თუთიყუშებს უცენზურო სიტყვებს ასწავლიან, ჩვენ გვეყოლება 250 ფრინველი, რომელიც იგინება“, – განაცხადა პარკის ხელმძღვანელმა, სტივ ნიკოლსმა.

„ბიბისი“ წერს, რომ ამავე ზოოპარკში არის კიდევ ერთი თუთიყუში ჩიკო, რომელიც ბიონსეს სიმღერებს მღერის და ისეთი პოპულარულია, თავისი ინსტაგრამგვერდი აქვს.

დატოვე კომენტარი