რუსეთის მეტეოროლოგიურ თანამგზავრს მეტეორიტი დაეცა
რუსეთის მეტეოროლოგიურ თანამგზავრს მეტეორიტი დაეცა

რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ თანამგზავრ Метеор-М № 2-2-ს მიკრომეტეორიტი დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსი“ ავრცელებს.

სახელმწიფო კორპორაციის ცნობით, საგანგებო სიტუაცია ხომალდზე 18 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც თანამგზავრმა ორბიტული პარამეტრები შეიცვალა და გადაერთო არაორიენტირებულ ფრენის რეჟიმზე მაღალი კუთხური სიჩქარეებით. ამის შემდეგ, თანამგზავრი ავტომატურად გადავიდა ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე.

ხომალდთან კავშირი მას შემდეგ აღდგა, რაც Метеор-М № 2-2 რუსეთის სახმელეთო კონტროლის ზონაში შევიდა. თანამგზავრი ამჟამად უკვე ფრენის რეჟიმზეა გადართული, მაგრამ „როსკოსმოსი“ აქტიურად ცდილობს აღადგინოს მისი რეგულარული ოპერაციები.

Метеор-М № 2-2 რუსეთმა ორბიტაზე 2019 წლის ივლისში, ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაუშვა.