რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრიის საპატრიარქოსთან კავშირი გაწყვიტა
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრიის ეკლესიის პატრიარქ თეოდორე მეორესთან კავშირი გაწყვიტა.
გადაწყვეტილება მოსკოვში, რუსეთის საპატრიარქოს სინოდის კრებაზე მიიღეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თეოდორე მეორეს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს, ხოლო აფრიკაში რუსეთის ეკლესიის მრევლი რუსეთის პატრიარქს დაექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია აღიარა და ღვთისმსახურების დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად ეპიფანე მოიხსენია.