მაიკ პომპეო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება
მაიკ პომპეო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება. მოლაპარაკებები ვაშინგტონში გაიმართება. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

აშშ-ის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პომპეოსა და რუსი მიტროპოლიტის მოლაპარაკებები პრესისთვის დახურული იქნება.

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის შეხვედრაზე განსახილველ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ.

2 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ზეწოლას ახდენს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რათა მათ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია აღიარონ.