უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს კორონავირუსი დაუდასტურდა
უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს, ტერნოპოლის მიტროპოლიტ სერგის კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ტერნოპოლის რეგიონული ლაბორატორიული ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგზე, ვოლოდიმირ პანიჩევზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიტროპოლიტი სერგი კიევში მკურნალობს. სპეციალისტები მასთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენას ცდილობენ.

პანიჩევის თქმით, საავადმყოფოში ასევე გადაყვანილია მღვდელი და მისი მეუღლე პოჩაევოდან, მათ „კოვიდ-19“ ცოტა ხნის წინ დაუდასტურდათ.

უკრაინული მედიის ცნობით, გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდგინეს ტერნოპოლში კიდევ ოთხ მღვდელსა და დიაკვანს.

ტერნოპოლის ოლქის ქალაქ პოჩაევოში 21 აპრილს კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პოჩაევოს ლავრაში კორონავირუსი გავრცელდა.