რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაშავდა ცხრა ადამიანი და დაზიანდა ენერგოობიექტი
რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაშავდა ცხრა ადამიანი და დაზიანდა ენერგოობიექტი

რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი იგორ არტამონოვი აცხადებს, რომ ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაშავდა ცხრა ადამიანი და დაზიანდა ენერგოობიექტი.

ოლქის გუბერნატორის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავებული პირები მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძობენ, ელექტროენერგიით მომარაგება კი შეფერხებულია.

ამასთან, უპილოტო საფრენო აპარატებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამხედრო აეროდრომს.