რუსეთის სახელმწიფო დუმამ კონტრსანქციების შესახებ კანონი დაამტკიცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონის მიზანს წარმოადგენს აშშ-ისა და სხვა უცხო სახელმწიფოების არამეგობრული ქმედებებისგან რუსეთის დაცვა. კანონი ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.
კანონის ინიციატორები სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი და მისი ფრაქციის ხელმძღვანელები არიან.
აღნიშნული კანონი რუსთის მთავრობას უფლებას აძლევს, სხვადასხვა ქვეყნებს, ასევე ორგანიზაციებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს საპასუხო ზომები დაუწესოს. ამავე დროს, საპასუხო სანქციები არ უნდა გავრცელდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელზე, რომლის ანალოგი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში არ იწარმოება.