რუსეთის დუმამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე უარის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
რუსეთის დუმამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე უარის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უარს იტყვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე. საუბარია 2022 წლის 16 მარტის შემდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში წამოწყებული ომის გამო ევროპის საბჭოდან გარიცხეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ ფორმით რუსეთი ცდილობს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 30-მდე დადგენილებისა და 18 200-ზე მეტი ჯერ კიდევ განუხილველი რუსული საქმეების იგნორირებას, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებებიც სტრასბურგში უნდა მიიღონ. მათ შორისაა რუსებისა და სხვა განმცხადებლების მიმართვები, მათ შორის სახელმწიფოთაშორისი მიმართვები უკრაინიდან, ნიდერლანდებიდან და საქართველოდან.

თუმცა, კონვენციის დენონსაციის პროცედურა საშუალებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანაზე ყველა იმ დარღვევის შესახებ, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება და რომლებიც რუსეთის მიერ 2022 წლის 16 სექტემბრამდეა ჩადენილი. სასამართლო შეძლებს, განიხილოს ისინი ნებისმიერ დროს, რუსეთის ევროპის საბჭოდან გასვლის შემდეგ და რუსეთი ვალდებული იქნება, შეასრულოს ისინი. კანონპროექტები რუსეთის უარის შესახებ, შეასრულოს ეს ვალდებულებები, უკვე ერთ კვირაში შეიძლება, მიიღონ. სწორედ ეს დროა განსაზღვრული მეორე მოსმენამდე დოკუმენტში ცვლილებების შესატანად.

დატოვე კომენტარი