რუსეთის დელეგაცია ეუთო-ს მინისტერიალის დეკლარაციიდან ყირიმის თემის ამოღებას ითხოვს
რუსეთის დელეგაცია ეუთო-ს მინისტერიალის დეკლარაციიდან ყირიმის თემის ამოღებას ითხოვს

რუსეთის დელეგაცია ეუთო-ს მინისტერიალის დეკლარაციიდან ყირიმის თემის ამოღებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელმა, რეფატ ჩუბაროვმა გაავრცელა.

მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შესაბამისი დოკუმენტიც გაავრცელა.

„მომზადებულ პროექტში საუბარია უკრაინაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ეუთო-მ ყურადღება უნდა გაამახვილოს ოკუპირებულ ყირიმზე და ამისთვის, უნდა გამოიყენოს ეუთო-ს ყველა ინსტრუმენტი. რუსეთის დელეგაცია კი ამ დეკლარაციიდან ყირიმის ამოღებას ითხოვს“, – წერს რეფატ ჩუბაროვი.

რეფატ ჩუბაროვი მოუწოდებს ეუთო-ს, არ აჰყვეს რუსეთის შანტაჟს და არ ამოიღოს დეკლარაციიდან ყირიმის საკითხი.