რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოების რიგით მეშვიდე კონფერენციას გეგმავს
მოსკოვში 4-5 აპრილს საერთაშორისო უსაფრთხოების რიგით მეშვიდე კონფერენცია გაიმართება, რომელსაც 30-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დაესწრება. ამის შესახებ Россия 24-ის ეთერში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ფომინმა განაცხადა.
„მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველს ვეპატიჟებით. დღეისთვის მონაწილეობა დაადასტურა თავდაცვის 34-მა მინისტრმა“, – აღნიშნა ფომინმა.
მანამდე, ალექსანდრ ფომინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ფორუმში მონაწილეობის მიღება აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობასა და რუსეთში აშშ-ის ელჩს ჯონ ჰანტსმენს, ასევე ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელობას შესთავაზა. ამას გარდა, რუსეთის მთავრობამ კონფერენციაზე ევროკავშირის თავდაცის უწყებების ხელმძღვანელებიც მიიწვია.
მოსკოვში დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების ჩასვლის ალბათობაზე საუბრისას, ალექსანდრ ფომინმა აღნიშნა, რომ „ამის იმედი აქვს“.