სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ შეძლო სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება, მოახერხა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დაცვა არასასურველი ეფექტებისგან
სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ შეძლო სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება, მოახერხა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დაცვა არასასურველი ეფექტებისგან

როგორც საქართველოში, ისე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბათუმში თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის ეგრეთ წოდებული კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას. საქართველომ შეძლო სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება და მოახერხა მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დაცვა არასასურველი ეფექტებისგან, მაგრამ ეს ძალისხმევა შესანარჩუნებელი და გასაორმაგებელია ტერორიზმის პრევენციისთვის. ეს ნიშნავს პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიურ გაცვლას, მეტ გამჭვირვალობას და საზღვრების და მათზე გადაადგილების მეტ კონტროლს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საფრთხეები სხვადასხვა ფორმას იღებს, და როგორც ბევრ ქვეყანაში, საქართველოსთვისაც კიბერუსაფრთხოება გახდა მნიშვნელოვანი გამოწვევა.

„გასულ კვირას საქართველოში 13 000 დომეინზე განხორციელდა კიბერშეტევა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მოხვდა მსხვერპლთა რიცხვში. საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას აკეთებს და მზად არის, უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს და მოვემზადოთ სისტემების უკეთესი დაცვისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი