ედგარს რინკევიჩსი - რუსული აგრესია მიუნხენში ბოლო ექვსი კონფერენციის განხილვის თემაა
ედგარს რინკევიჩსი - რუსული აგრესია მიუნხენში ბოლო ექვსი კონფერენციის განხილვის თემაა

რუსული აგრესია მიუნხენში ბოლო ექვსი კონფერენციის განხილვის თემაა, მას შემდეგ, რაც მოხდა ყირიმის არალეგალური ანექსია, – როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მიუნხენიდან იუწყება, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების კონფერენცია კარგი ადგილია, ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიც არის ყირიმის უკანონო ანექსია და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია.

„ვცდილობთ მომხდარზე სწორი პასუხის პოვნას, იქნება ეს გარკვეული ტიპის ზეწოლა, სანქციები და მეორე მხრივ, დიალოგში ჩართულობა. ასე რომ, ეს ძალიან კარგი ადგილია, ვიმსჯელოთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ყირიმის უკანონო ანექსია, როგორიც არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია, რაც მოხდა 2008 წელს – რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, რაც მოხდა 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ადგილი, სადაც შეგვიძლია, ეს შემთხვევები გავხადოთ თვალსაჩინო, ხმამაღალი და მკაფიო“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.