რუმინეთის პარლამენტის შენობის შესასვლელში უცნობმა პირმა აალებადი ნივთიერება დაღვარა, რამაც ხანძარი გამოიწვია, შენობიდან 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა [ვიდეო]

რუმინეთში, პარლამენტის შენობის შესასვლელში უცნობმა პირმა აალებადი ნივთიერება დაღვარა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

შენობიდან 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.