რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 106 პაციენტი მკურნალობს
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 106 პაციენტი მკურნალობს

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა დატოვა.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 113 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 106 კოვიდინფიცირებულია. მათ შორის ცხრა არასრულწლოვანია. ისინი ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან.

ამასთან, შვიდი პაციენტი არის მოთავსებული ცხელებით და სხვა რესპირატორული სიმპტომებით. მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

15 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.