რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 76 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 76 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 76 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, კლინიკა დღეს ათმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, შედარებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი პაციენტი, თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს.

ხვალ კლინიკას დატოვებენ არასრულწლოვანი პაციენტები. ისინი რუხის, ინგირის და ქალაქ ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან.