უამინდობის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსზე გაჩერებულ მგზავრებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ
რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე გაჩერებულ მძღოლებსა და მგზავრებს საკვები პროდუქტი ურიგდებათ.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს გზის გაწმენდითი სამუშაოებს, რათა უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგეს.
„მგზავრებს და მძღოლებს, რომლებიც აღნიშნული პრობლემის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკვები პროდუქტებით პერიოდულად ამარაგებს. ასევე, რამდენიმე ადგილას განთავსდა ბიო- ტუალეტები“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ცენტრალური და ადგილობრივი შესაბამისი სამსახურები, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.